Sunday, November 30, 2014

  ტრენინგები თემაზე:;''როგორ ვიმუშაოთ პროექტებზე '' ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო მეტი გავიგე პროექტების დაგეგმვის და მასზე მუშაობის შესახებ. დარწმუნებული ვარ პროექტზე  მუშაობა ჩემი   მოსწავლეებისთვისაც საინტერესო იქნება.
ვიმსჯელეთ შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე . ძალიან ბევრი რამ ჩემთვის ახლა ნათელი გახდა. გავწერე და გავაკეთე შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
პროექტი სცდება სკოლის ფარგლებს და  მოტივაციას უმაღლებს, ეხმარება 21-ე საუკუნის უნარების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას. ავირჩიე პროექტის თემა. გავწერე შინაარსი, ჩამოვაყალიბე მიზნები და შედეგები, კრიტერიუმები, შესაბამისობაში მოვიყვანე 21-ე საუკუნის უნარებთან. ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გამიჩნდა უფრო მეტი ინტერესი და გამიჩნდა პროექტის კეთების სურვილი.